Wednesday, February 24, 2010

რა არისWeb2.0?


რა არის Web2.0?
Web 1.0-შედარებით Web 2.0 არის...
• Web 1.0 იყო კომპანიები... Web2.0 არის საზოგადოება...
• Web 1.0 იყო მთავარი გვერდები... Web2.0 არის ბლოგები...

• Web 1.0 იყო გამოყენებული კატეგორიები... Web2.0 არის თანამშრომლობა ტაგ-ზე...

Web 2.0-ის სარგებელი: იპოვო ახალი იდეები, იპოვო ახალი შესაძლებლობები, შეხვდე ახალ ხალხს, ეს სარის ახალი ფორმა ონლაინ პიარის. 

Wednesday, February 17, 2010

ინტერნეტი


ინტერნეტი წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ სახეობას (კლასს), კერძოდ, ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ქსელს, იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ქსელს, ხშირად წოდებულს “მსოფლიო ქსელი” ან “ქსელთა ქსელი”.
ინტერნეტის განვითარებამ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი, აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შეუქმნა ადამიანებს კომუნიკაციაზე, ინფორმაციაზე, დროზე.
ჰუმანიტარული თვალსაზრისით ინტერნატი არის კულტურის ახალი განზომილება, ცოდნის, ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ხერხი, თუ გნებავთ, კაცობრიობის არსებობის ახალი ერა. ინტერნეტის გამოყენებამ კაცობრიობას დაანახა ადრე არნახული შესაძლებლობები.
ინტერნეტს სხვადასხვა დატვირთვა გააჩნია როგორც კომერციული ასევე საინფორმაციო. განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტი ორიენტირებულია უპირატესად კომერციაზე, მაშინ როდესაც, განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტ უპირატესად ასრულებს საინფორმაციო ფუნქციას (პოლიტიკა, ახალი ამბები). ახალი თაობა ინტერნეტს იყენებს უპირატესად როგორც კომუნიკაციის საშუალებას გართობის გარემოს სახით. თუმცა მრავალი ადამიანისთვის, კარგი გაგებით, ინტერნეტი მართლაც გახდა თავის გამოჩენისა და თვითგამოხატვის ასპარეზი. მრავალ ადამიანს, ვინც ვერ იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში შესაძლებლობა მიეცა გამოეჩინა თავისი თავი.
ინტერნეტის ფენომენი თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულია; ინტერნეტ ეს არის: ბიბლიოთეკები და სამხატვრო გალარეები, სტატიები და წიგნები, პოლიტიკა და ნებისმიერი სიახლე: მეცნიერების, ტექნიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის და ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. ინტერნეტი ეს არის: ელექტრონული ფოსტა, ლექსიკონი და ნებისმიერი სახის ინფორმაციის საძიებელი, კავშირგაბმულობის სისტემა, სატელევიზიო გადაცემა და ა.შ. და ყველაფერი ეს 24 საათის განმავლობაში!