
რა არის ბლოგი?
ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულ ვებ-გვერდს რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები, როგორც წესი, განლაგებულია უკუქრონოლოგიურად. ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს.ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge,თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.comდა http://wordpress.com/ -ზე.ქართული ბლოგების კატალოგი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ყველა საინტერესო მონაცემი ქართულ ბლოგოსფეროზე შესაძლებელია blogroll.ge-ზე ნახვა. ამ საიტზეა მოცემული ბლოგები, პოსტები, დისკუსიები, ყოველდღიური სტატისტიკა, ყველაფერი ის რაც შეიძლება ბლოგერს ან მკითხველს დააინტერესებს. გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის, მუსიკის, ბიზნესის, ეკონომიკისა და საბანკო-ფინასური სექტორის შესახებ.
სამწუხაროდ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ერთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში თითქმის არცერთი კომპანიის მარკეტინგული სამსახური არ იყენებს.
