Thursday, April 29, 2010

ინტერნეტ ბროუზერები


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად "HTTP კლიენტს’, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ‘HTML  დოკუმენტების’ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ ბრაუზერი არსებობს, მათ შორის :
Internet Explorer,
Mozilla Firefox,
Opera,
Safari,
Netscape Navigator
Omniweb და სხვა…
Internet Explorer -მაიკროსოფტის უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. ინტერნეტ ექსპლორერი მომხმარებელთა რიცხვით ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ ბრაუზერია, თუმცა 2004 წელს მომხმარებელთა წილმა ოდნავ დაიკლო კონკურენტი ბრაუზერების სასარგებლოდ. 
Mozilla Firefox -(ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი, გრაფიკული ინტერნეტ ბრაუზერია შემუშავებული Mozilla Foundation -ის და მრავალი მოხალისის მიერ.
Opera - წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ.
Safari-ინტერნეტ ბრაუზერია შექმნილი და დამუშავებული ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ.

Wednesday, April 14, 2010

ქართული სოციალური ქსელები


თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ის, რასაც ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა თუნდაც რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანი. დღეს უკვე ძალიან ადვილია გაუზიარო შენი ყოველდღიური განწყობა, შეხედულებები, ემოციები შენს ნაცნობებსა და მეგობრებს ათასეული კილომეტრის დაშორებითაც კი. მისცე მათ შესაძლებლობა დაათვალიერონ შენი სურათები თუ ვიდეოები, იყონ მუდმივად საქმის კურსში თუ რა სიახლეებია შენსკენ, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

www.nacnobi.com, www.facebook.ge, www.face.ge, www.tanaklaseli.com, www.myface.ge, www.escape.ge, www.MyClass.ge, www.GeoClass.ge, www.Clas.Ge , www.Odno.Ge

ეს არასრული ჩამონათვალია ქართული სოციალური ქსელებისა, რომელთა რიგებსაც სულ უფრო მეტი ქართველი მომხმარებელი უერთდება.

ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელების უმრავლესობა წარმოადგენს გაქართულებულ ვერსიებს გარდა www.nacnobi.com, რომელიც შექმნილია საქართველოსთვის და არ წარმოადგენს უცხოური საიტების მიმზგავსებულ ვერსიას.
აღნიშნული რესურსი ოქტომბერში რადიო ”უცნობის” ბაზაზე უნგრულ კომპანია Howdy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ამ საიტის საშუალებით შეგიძლია ძველ მეგობრებთან და კლასელებთან დაკავშირება, ივენთების ორგანიზება, საინტერესო დისკუსიების გამართვა, ფოტოების გაზიარება...