
თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ის, რასაც ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა თუნდაც რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანი. დღეს უკვე ძალიან ადვილია გაუზიარო შენი ყოველდღიური განწყობა, შეხედულებები, ემოციები შენს ნაცნობებსა და მეგობრებს ათასეული კილომეტრის დაშორებითაც კი. მისცე მათ შესაძლებლობა დაათვალიერონ შენი სურათები თუ ვიდეოები, იყონ მუდმივად საქმის კურსში თუ რა სიახლეებია შენსკენ, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
www.nacnobi.com, www.facebook.ge, www.face.ge, www.tanaklaseli.com, www.myface.ge, www.escape.ge, www.MyClass.ge, www.GeoClass.ge, www.Clas.Ge , www.Odno.Ge
ეს არასრული ჩამონათვალია ქართული სოციალური ქსელებისა, რომელთა რიგებსაც სულ უფრო მეტი ქართველი მომხმარებელი უერთდება.
ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელების უმრავლესობა წარმოადგენს გაქართულებულ ვერსიებს გარდა www.nacnobi.com, რომელიც შექმნილია საქართველოსთვის და არ წარმოადგენს უცხოური საიტების მიმზგავსებულ ვერსიას.
აღნიშნული რესურსი ოქტომბერში რადიო ”უცნობის” ბაზაზე უნგრულ კომპანია Howdy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ამ საიტის საშუალებით შეგიძლია ძველ მეგობრებთან და კლასელებთან დაკავშირება, ივენთების ორგანიზება, საინტერესო დისკუსიების გამართვა, ფოტოების გაზიარება...
No comments:
Post a Comment