Friday, May 21, 2010

www.craigslist.com-მოძებნე რაც გინდა შენს საცხოვრებელ ქალაქში


შებრძანდით შემდეგ საიტზე:www.craigslist.com, აირჩიეთ არეალი და თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ რაც კი გსურთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქის შესახებ: ეს იქნება სამუშაო, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პირადი.... გსურთ იყიდოთ ან გაყიდოთ რაიმე? მაშინ დარეგისტრირდით ამ საიტზე. ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია!

Thursday, May 20, 2010

GOOGLE


ვეძებთ რასაც გვინდა, ვპოულობთ რასაც გვინდა! მარტივად, სწრაფად! მინიმალური დროის, ენერგიის და ნერვების ხარჯზე შეგვიძლია ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცეთ, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ და თვალსაწიერი გავიფართოვოთ! ყველაფერი ეს პირველ რიგში ინტერნეტის წყალობით ხორციელდება, ჩვენი დროისა და ტექნოლოგიების დამსახურებით, შემდეგ კი არსებობს საშუალებები, რომლებიც ბევრად გვიადვილებენ სწავლისა და მუშაობის პროცესს. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ საძიებო სისტემა ”გუგლზეა” საუბარი.

”გუგლი” 1996 წლის იანვარში ლარი ფეიჯმა დააარსა, როგორც პროექტი გამოკვლევისათვის. მას მალე სერგეი ბრინი შეუერთდა, ორივენი სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სტუდენტები იყვნენ. მათ გააძლიერეს საძიებო სტრუქტურები, რომელსაც ბაკრაბი ეწოდებოდა და სულ მალე, 1997 წლის 17 სექტემბერს google.standford.edum დომენი www.google.com დაარეგისტრირეს. 

კორპორაცია მეგობრის გარაჟში, კალიფორნიაში მუშაობდა. საჭირო და აუცილებელი ინვესტიცია კი, ერთი მილიონი დოლარის ოდენობით, საქმეში ბიზნესმენმა - ენდი ბექტოლშეიმმა ჩადო. შედეგად, დღეს ”გუგლი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძიების სისტემაა მთელს მსოფლიოში და მეტად საგულისხმო დევიზით გამოირჩევა - ”ნუ იქნები ბოროტი”! აი რას ურჩევს ”გუგლი” თავის მომხმარებელს პლანეტის ნებისმიერ წერტილში!

Thursday, May 6, 2010

ინტერნეტ მაღაზია



ინტერნეტ მაღაზია - ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე თანამედროვე, მზარდი და პერსპექტიული სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, შეიძინოს სასურველი პროდუქტი ან მიიღოს მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით, ხოლო საგადამხდელო საშუალებად გამოიყენოს პლასტიკური ბარათი - "ვიზა" ან "მასტერქარდი".

უცხოური ინტერნეტ მაღზიები ქალებისათვის:

http://www.victoriassecret.com
http://www.cutesygirl.com
http://www.barenecessities.com
https://www.net-a-porter.com

მამაკაცებისთვის:


http://www.josbank.com
https://www.paulfredrick.com
https://www.paulfredrick.com
https://www.wildties.com