
ვეძებთ რასაც გვინდა, ვპოულობთ რასაც გვინდა! მარტივად, სწრაფად! მინიმალური დროის, ენერგიის და ნერვების ხარჯზე შეგვიძლია ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცეთ, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ და თვალსაწიერი გავიფართოვოთ! ყველაფერი ეს პირველ რიგში ინტერნეტის წყალობით ხორციელდება, ჩვენი დროისა და ტექნოლოგიების დამსახურებით, შემდეგ კი არსებობს საშუალებები, რომლებიც ბევრად გვიადვილებენ სწავლისა და მუშაობის პროცესს. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ საძიებო სისტემა ”გუგლზეა” საუბარი.
”გუგლი” 1996 წლის იანვარში ლარი ფეიჯმა დააარსა, როგორც პროექტი გამოკვლევისათვის. მას მალე სერგეი ბრინი შეუერთდა, ორივენი სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სტუდენტები იყვნენ. მათ გააძლიერეს საძიებო სტრუქტურები, რომელსაც ბაკრაბი ეწოდებოდა და სულ მალე, 1997 წლის 17 სექტემბერს google.standford.edum დომენი www.google.com დაარეგისტრირეს.
კორპორაცია მეგობრის გარაჟში, კალიფორნიაში მუშაობდა. საჭირო და აუცილებელი ინვესტიცია კი, ერთი მილიონი დოლარის ოდენობით, საქმეში ბიზნესმენმა - ენდი ბექტოლშეიმმა ჩადო. შედეგად, დღეს ”გუგლი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძიების სისტემაა მთელს მსოფლიოში და მეტად საგულისხმო დევიზით გამოირჩევა - ”ნუ იქნები ბოროტი”! აი რას ურჩევს ”გუგლი” თავის მომხმარებელს პლანეტის ნებისმიერ წერტილში!
No comments:
Post a Comment